logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ ანგურიძე: მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან
ოთარ ანგურიძე: მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან
13:47 15.08.2019
„მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გასცეს მკაცრი პასუხი იმ პოლიტიკოსების მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„საქართველოში არსებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა ფონმა ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ტურიზმის სექტორზე, არამედ არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გარკვეულწილად შეანელა ღვინის სექტორიც. რადგან რუსეთის ბაზარი არის საექსპორტო ღვინის გასაღების მთავარი წყარო, შესაბამისად, სანქციების მოლოდინმა მეღვინეების მხრიდან შეამცირა ყურძენზე მოთხოვნა.2019 წლის მაისის თვეში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 4 522 250 ბოთლი.2019 წლის ივნისი - 4 209 866 ბოთლი.2019 წლის ივლისი - 3 550 264 ბოთლი (18%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით).მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა და მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და არის რეალური კონკურენტული გარემო. 2018 წელს საქართველოში რთველი ჩატარდა სუბსიდიის გარეშე და მიღებულ იქნა რეკორდული, 230 ათასზე მეტი ტონა მოსავალი. ხოლო ჯამურად მევენახეობის შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის პროგნოზით 250 ათასი ტონა მოსავლის მიღება იგეგმება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეღვინეობა-მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც იძლევა საშუალებას, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ჩართული, რაც ინკლუზიურობის კარგი მაგალითია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გასცეს მკაცრი პასუხი იმ პოლიტიკოსების მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ცდილობენ, მოსახლეობაში ხელოვნურად შექმნან უკმაყოფილების ფონი“. - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ანგურიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა