logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო
13:40 15.08.2019
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა ქალაქ თელავში მუშაობა დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი უკვე იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტში და რთველის პროცესის ორგანიზებულად დასაგეგმად მომზადება დაიწყო.

ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს ელიან, რადგან ამ ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

„აღნიშნულის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველმა მაქსიმალურად შეფერხებების გარეშე ჩაიაროს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება.

მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. საქართველოდან რუსეთში მაისის თვეში ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში - 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა - 3 550 264 ბოთლამდე, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისის თვის მონაცემზე და 18%-ით ნაკლებია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

არადა, ბოლო წლების განმავლობაში მეღვინეობის დარგში არსებულმა ჯანსაღმა და კონკურენტუნარიანმა გარემომ, შესაძლებელი გახადა, რომ 2017 წელს ნაწილობრივ და 2018 წელს სრულად, რთველი პირველად ჩატარებულიყო სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. 2018 წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის 230 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძენის მოსავალს ელოდებიან, რაც ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა