logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს, ეს ინვესტიციები ნიშნავს საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს, ეს ინვესტიციები ნიშნავს საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას
14:45 14.08.2019
ეს ინვესტიციები და მსგავსი საერთაშორისო ტურნირები ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია - საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

პრემიერის თქმით, მთავრობამ აიღო ვალდებულება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას განავითარებს.

„დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. მე მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი წარმატება. ჩვენ 2023 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის უდიდესი აღიარება, დიდი ნდობა და მხარდაჭერ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამასთან ერთად, ეს არის ერთმნიშვნელოვანი აღიარება, რომ ის სტრატეგია, რაც ჩვენ გვაქვს მთის კურორტების განვითარების თვალსაზრისით, არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. დღევანდელი კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ, ამ ინდუსტრიაში წამყვანი კომპანია „დოპელმაიერი“ ამ ულამაზეს ადგილზე ააშენებს სამ ახალ საბაგიროს. რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროექტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი განაცხადი და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ უმასპინძლოს 2025 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რაც კი ტარდება. აქედან გამომდინარე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება, შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და უკვე შემდეგ საქართველომ უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს. ჩვენ სამწუხაროდ, გვაკლია მსგავსი ინფრასტრუქტურა, რაც გარკვეულწილად, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვმასპინძლობთ იმ რაოდენობის ტურისტებს ზამთრის პერიოდში, რომელსაც თეორიულად შეიძლება ვუმასპინძლოთ. ეს ამავე დროს, წაახალისებს ინვესტიციებს, როგორც ბორჯომში, ასევე ბაკურიანში. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ამავე დროს, მოვიპოვებთ მასპინძლობის სტატუსს და 2025 წელს ბორჯომი და ბაკურიანი უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადასაც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა