logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა
14:07 14.08.2019
ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მის მიერ წარმოებული სტრატეგიით ჰქონდეს ისეთი მზარდი დინამიკა ტურიზმის სექტორში, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში იყო, განსაკუთრებით 2019 წლის პირველ ნახევარში.
„ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკა ტურიზმის სექტორში იყო ძალიან ეფექტური და მან მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენი პოლიტიკა 2019 წლის პირველ ნახევარში. მე აჭარის სტატისტიკა მოვიყვანე მაგალითად - ივნისში თითქმის 40 პროცენტით იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ტურისტების რაოდენობას და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რაოდენობა არ შეგვიმცირდეს, უფრო მეტიც - გავზარდოთ და გავხადოთ ის დივერსიფიცირებული, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს სტატისტიკა შემოსავლების თვალსაზრისით, ანუ ტურისტული სექტორი რა შემოსავალს იღებს ტურისტების იმ ნაკადებიდან, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. ივლისის თვეში სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 60 მილიონით ნაკლები მიიღო ტურისტულმა სექტორმა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს არის ძალიან ცუდი. პირადად მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვერ შევხედავთ ამ პრობლემას ვარდისფერი სათვალით. ეს არის პრობლემა - მცირე და საშუალო ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, გიდებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. უფრო მეტიც, შემოსავალი შეგვიმცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღნიშნული პრობლემა გადაჭრას და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს.

„მაგრამ იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს პრობლემა არ არის, ძალიან არასერიოზულია. საუკეთესო პასუხი, ვინც შეიძლება ამ პრობლემაზე გასცეს, არის ის ხალხი, ვინც თვითონ დასაქმებულია ამ სექტორში. ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, რომელიც მათ ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ხალხს სჭირდება გვერდში დადგომა და ის ორი პროგრამა, რომელზეც მე არაერთხელ ვისაუბრე, ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იმისთვის, რომ ის ფინანსური პრობლემები, რომელიც შეიძლება შეექმნას ამ სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ საერთო ძალისხმევით. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია ან ნახევრად სავსე. ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ კონკრეტული პრობლემა, ტურიზმის სექტორში წარმოქმნილი ნეგატიური დინამიკის ფონზე და მათ სჭირდებათ დახმარება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა