logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ხანიშვილი: საქართველოს ხარისხიანი პროდუქციის წარმოების რეალური პოტენციალი გააჩნია
გიორგი ხანიშვილი: საქართველოს ხარისხიანი პროდუქციის წარმოების რეალური პოტენციალი გააჩნია
17:11 07.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კვლევის „სერტიფიცირებისა და ხარისხის ქართული სტანდარტები“ პრეზენტაციას დაესწრო.

კვლევის მიზანს „გეოგაპის“ და „ქართული რძის“ (Georgian Dairy) სტანდარტის მაგალითზე სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ქართული ხარისხის ნიშნების და სტანდარტების შესწავლა წარმოადგენდა.

„უმნიშვნელოვანესია აღნიშნული შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. ვფიქრობ, სწორედ დისკუსიაა ის ფორმატი, სადაც, კომპეტენტური ადამიანების ჩართულობით, საჭირო რეკომენდაციების შემუშავება ხდება. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით ასოციაციების როლის გაძლიერების ხედვა გააჩნია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV) ფარგლებში აღნიშნული კომპონენტის გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხედვაა ასოციაციების განვითარების საფუძველზე, სურსათის უვნებლობის ხარისხი სრულად იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მოთხოვნების ზრდა საკუთარი წარმოების ხარისხის ზრდას ნიშნავს. მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ფინანსური კონტრიბუციისთვის. წინ საკმაოდ რთული და პასუხისმგებლობებით სავსე განვითარების გზა გვაქვს გასავლელი და ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივაღწევთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პროგრამის ხელმძღვანელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა დომინიკ პაპენჰეიმ მიმართა.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს რეალური პოტენციალი გააჩნია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხარისხის ნიშნების და სტანდარტების შემუშავება.

კვლევის დოკუმენტში ყურადღება სტანდარტების და ხარისხის ნიშნების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე გამახვილდა. გამოიკვეთა, რომ მომხმარებელთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი.

ღონისძიება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ასოციაცია „ათინათი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა