logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: კონსორციუმს  ვალდბულებების შესრულების ვადა მთავრობამ რამდენჯერმე გადაუვადა
მაია ცქიტიშვილი: კონსორციუმს ვალდბულებების შესრულების ვადა მთავრობამ რამდენჯერმე გადაუვადა
14:52 04.08.2019
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კონსორციუმს ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში უნდა უზრუნველეყო ბანკებთან ან ნებისმიერ სხვა დამფინანსებელთან შეთანხმებების დადება იმისთვის, რომ დაედასტურებინა პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხის არსებობა. 2017 წლის აგვისტო იყო ამ ვალდებულების შესრულების თავდაპირველი ვადა, რომლის გადავადება მოხდა ნოებრამდე, შემდეგ კი - 2018 წლის დეკემბრამდე. ამის მერე კონსორციუმმა ისევ შეატყობინა მთავრობას, რომ ვერ ახერხებდა დაფინანსების ვადაში მოზიდვას, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო გახდა არა მხოლოდ გადავადება, არამედ ბანკების მიერ წარმოდგენილი 8 ახალი პირობის განხილვა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი იყო ტვირთების გარანტიის პირობა.

„ვალდებულების შესრულების ვადა პირველად დადგა 2017 წლის აგვისტოში და 2018 წლის ბოლომდე ისე მივედით, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრით იყო გადავადებული ამ ვალდებულების შესრულება. შემდეგ, დაწყებული 2018 წლის დეკემბრიდან, გვქონდა მიცემული ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე, რომელიც ეხლა უკვე გადავწიეთ 2019 წლის ბოლომდე. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, კონსორციუმს ასევე ქონდა ვალდებულება დაესრულებინა პორტის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, შეერჩია კონტრაქტორი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავდაპირველად ჯერ 2017 წლის ბოლოს და მერე 2018 წლის ბოლოს დაეწყო პორტის მშენებლობა", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პროკურატურის ინტერესი, პირველად 2019 წლის იანვარში, პროკურატურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ანუ ბანკების მიერ ახალი პირობების დაყენების შემდეგ დაფიქსირდა. შესაბამისად, პროკურატურის თემას არ შეუფერხებია პორტის დაფინანსების პროცესი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა