logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძის უარი ცქიტიშვილთან დებატებზე  ამსხვრევს სახელმწიფოს მიერ პროექტის შეფერხების მითს
გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძის უარი ცქიტიშვილთან დებატებზე ამსხვრევს სახელმწიფოს მიერ პროექტის შეფერხების მითს
14:21 04.08.2019
ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე, ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს.

"შაბათს საღამოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ჟურნალისტ თეა სიჭინავასთან ვიცე პრემიერის ქალბატონ მაია ცქიტიშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანაკლიის კონსორციუმის მიერ, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის-თითქოსდა პროექტის განხორციელებაში წარმოქმნილი შეფერხებები მთავრობის ხელისშეშლის შედეგია, ბრალდებების სრული აბსორდულობა. კონსორციუმის მიერ სატენდერო პირობების საშემსრულებო ვადების 6 ჯერ გადავადება, და 11 მილიონის საჯარიმო სანქციების არ დაკისრება, პირიქით სახელმწიფოს მხრიდან ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების პროექტის სრულ მხარდაჭერაზე უფრო მიუთითებს.

რაც მთავარია, მთავრობამ ბანკების მხრიდან გასული წლის ბოლოს დამატებით წამოყენებული 8 წინადადებიდან, შვიდ პირობაზე, რაც პოლიტიკური რისკების დაზღვევას ითვალისწინებს, პრინციპულ შეთანხმებასაც კი მიაღწია, რომელიც სხვათა შორის სწორედ კონსორციუმის გასაკეთებელი იყო, სატენდერო პირობებიდან გამოდინარე და არა მთავრობის.

ვიცე პრემიერის გამოსვლაში ასევე ხაზი გაესვა,რომ მთავრობა არ აპირებს, კომერციული რისკების თავის თავზე აღებას, რაც გულისხმობს როგორც ტვირთბრუნვის რისკის, ასევე სესხის უზრუნველყოფასაც. და რაც მთავარია, ამას,ტენდერის კონცეფციიდან და პირობებიდან გამოდინარე, არანაირი შეხება არა აქვს საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაზეც კონსორციუმი მუდმივად აპელირებს.

აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე თავად კონსორციუმს მოუწევს ინვესტორებთან შეთახმების მიღწევა, დაფინანსების მიღებაზე, როგორც კაპიტალის შესავსებად, ისე ბანკებთან უზრუნველყოფის ნაწილზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბანკების მხრიდან 400 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსის უზრუნველყოფის მოთხოვნა სწორედ კონსორციუმის და მასში წარმოდგენილი სუბიექტების არასათანადო ფინანსური კომპონენტის გამო დადგა დღის წესრიგში და არა არასაკმარისი სამთავრობო გარანტიების გამო!

ხაზარაძის მხრიდან, დებატში მონაწილეობაზე უარი ვფიქრობ, ბევრ რამეზე მიუთითებს და პირველ რიგში ამსხვრევს მის მიერვე შექმნილ მითებს, რომ ხელისუფლება, პროკურატურის სახით, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზების 17 მილიონიან ბრალდებაზე, სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხების და ჩაშლის მიზნით ედავება", - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა