logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ინვესტორებს რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას შევთავაზებთ
ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ინვესტორებს რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას შევთავაზებთ
18:10 02.08.2019
უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული პრივატიზებით, სხვადასხვა მონაწილე კომპანიებმა 87 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება აიღეს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებას, რომ მთავრობის ყველა ქმედება მიმართულია ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისკენ.

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა მოახდინეს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ყველა ნაბიჯი პირველ რიგში, გადადგმული უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მეტად გაუმჯობესებისკენ, რაც ცალსახა ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვისთვის მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რეალური უსაფრთხოების განცდა, რომელსაც არ უნდა შეექმნას პრობლემა სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებების შედეგად.
„პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება ქვეყნის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტორებისთვის უკვე შეთავაზებული პრივატიზების აქტიური პროგრამა და სხვადასხვა კონკრეტული პროექტი, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

„თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ნამახვანის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა მთავრობამ და საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე. გარდა ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის პრივატზიება, მათ შორისაა, გორის ქარის ელექტროსადგური, ასევე სრულიად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საერთაშორისო ტენდერებისთვის - ესაა მზის ენერგიის სადგურები და ქარის ახალი სადგურები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა