logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს
მამუკა ბახტაძე: ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს
15:29 02.08.2019
ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ვალუტა ორი დღეა გამყარების ტენდენციას აჩვენებს, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ნებისმიერი ანალიზი ცხადყოფდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი.

„ეს ორი დღის წინ საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც დაადასტურა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მყარი, მდგრადი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული. ამას სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით დაწყებული ექსპორტის მოცულობით დამთავრებული საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორში არის შემოსავლების კლება, მაგრამ მთავრობის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებებით, აღნიშნულ სექტორში დაბრუნდება ისეთივე მზარდი დინამიკა, როგორიც იყო.

„ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს შემოსავლების კლება ტურიზმის სექტორში, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი ტურიზმის სექტორში. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აჭარაში თითქმის 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საზოგადოებას შეუძლია, თვითონ გააკეთოს დასკვნები, თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდებოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დადგა, რა თქმა უდა, იგივე ტრენდის გაგრძელება უახლოეს თვეებში გაგვიჭირდება, მაგრამ მე დარწმუნებული, ვარ, რომ იმ ერთობლივი ღონისძიებებით, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ ამ სექტორში მომუშავე კომპანიებთან ერთად, აუცილებლად დავაბრუნებთ ასეთივე მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში და ტურიზმი, როგორც იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ასეთად დარჩება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა