logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"თიბისიმ" სითი ბანკთან სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა
"თიბისიმ" სითი ბანკთან სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა
11:24 01.08.2019
თიბისი ბანკმა სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერ ა ხელი. აღნიშნული ჩარჩოხელშეკრულება გამოყენებული იქნება საქართველოში ადგილობრივი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების სავაჭრო საქმიანობის დასაფინანსებლად.

„სითი ბანკთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი წარმატებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორატიული და სმი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით“, - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"სითი ბანკის" შესახებ

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

"თიბისი ბანკისა" და თიბისი ბანკის ჯგუფის (“TBC PLC”) შესახებ

თიბისი ჯგუფი არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული ღია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა. თიბისი ჯგუფი სს თიბისი ბანკის მშობელი კომპანია 2016 წლის 10 აგვისტოს გახდა. თიბისი ჯგუფი კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე სიმბოლოთი TBCG და შედის FTSE 250 ინდექსში.

თიბისი ბანკი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის მთლიანი წილი ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სესხების 38.5%-ს და არასაბანკო დეპოზიტების 41,0%-ს შეადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა