logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას
ეკატერინე მიქაბაძე: მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას
13:29 31.07.2019
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი 90 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რამაც საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ასევე ყურადღება გაამახვილა მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკაზე. მისი თქმით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 პროცენტით გაიზარდა, ასევე დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წმინდა ფულადი გზავნილების მიმართულებით.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკის რეალური ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ოპერაციები უძრავი ქონებით, მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვ.

„როგორც 6 თვის მონაცემები ცხადყოფს, სახეზეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება. თუმცა, ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ფონს ქმნის და უარყოფით მოლოდინებს იწვევს ეკონომიკაში. შედეგად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად და ეკონომიკისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის მინიმიზაციისკენ, უარყოფითი მოვლენების დაძლევისკენ. მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას საგარო და საშინაო რყევების მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა