წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის
საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში,
მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.

















