logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შოთა გულბანი: ვერ გავიზიარებ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მისთვის ბრალის წაყენებამ საქართველოს ეკონომიკა მილიარდი ლარით დააზარალა
შოთა გულბანი: ვერ გავიზიარებ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მისთვის ბრალის წაყენებამ საქართველოს ეკონომიკა მილიარდი ლარით დააზარალა
10:26 28.07.2019
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციასიის ხელმძღვანელი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება.

"გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ საქართველოს ეკონომიკამ მხოლოდ იმის გამო, რომ გამოძიებამ მას ბრალი წაუყენა (ფულის ლეგალიზების საქმეზე, რომელიც რამდენიმე თვე ძიებაშია და საპარლამენტო მოსმენაც გაიმართა), მილიარდი ლარის ზარალი მიიღო. რას ემყარება ეს გათვლები, ან როგორ შეიძლება ერთი ბანკის აქციების მერყეობამ, რომელიც მალევე დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულს, მთლიანი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენოს ზიანი, ჩემთვის გაუგებარი და ბუნდოვანია. ეს აქციები რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყოფილიყო დალისტული, მაშინ გარკვეულწილად ლოგიკური იქნებოდა ეს მსჯელობა. ამ კონტექსტში კი ნამდვილად ვერ გავიზიარებ მამუკა ხაზარაძის შეფასებას.

ფაქტი ის არის, რომ საქართველოში თვეზე მეტია გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რაც სამწუხაროდ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზეც ახდენს ნეგატიურ გავლენას. ეს ახდენს გავლენას ლარის კურსზეც და მათ შორის ქართული კომპანიების აქციების ფასებზეც, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში არიან დალისტული. ამ თემებზე სპეკულაციების და მილიარდებში ზარალის დათვლის ნაცვლად, სჯობს შევხედოთ რეალურ ციფრებს.

ბლუმბერგის მიხედვით გადავხედოთ თიბისი ბანკის აქციების ფასის ბოლო თვეების დინამიკას. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი 8 მაისს დაფიქსირდა და ლონდონის ბირჟაზე ერთი აქციის ღირებულებამ 1706 ფუნტი შეადგინა. ამის შემდეგ ფასი 6 ივნისს დაეცა 1530 ფუნტამდე, რის შემდეგაც ყველაზე მაღალი ფასი 21 ივნისს დაფიქსირდა - 1696 ფუნტი. 21 ივნისის შემდეგ თიბისი ბანკის აქციების ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. პარალელურად იწყება ლარის კურსის რყევაც.

21 ივნისთან შედარებით - 26 ივლისის მდგომარეობით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებულია დაახლოებით 4.7%-ით, ხოლო თიბისი ბანკის აქციების ფასი იგივე პერიოდთან მიმართებით შემცირებულია დაახლოვებით 26%-ით.

შედარებისთვის ასევე საინტერესოა საქართველოს ბანკის აქციების ღირებულების დინამიკაც, რომელიც 19 ივნისის შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა და 2 ივლისს ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია - 1465 ფუნტი. მოგვიანებით აქციების ფასმა მოიმატა, თუმცა 22 ივლისის შემდეგ კვლავ მკვეთრად გაუფასურდა, სამ დღეში 7%-ით.

დიაგრამა აჩვენებს ორივე ბანკის აქციების დინამიკას და ცხადად ჩანს, რომ ტეხილების ტრაექტორია იდენტურია. პარალელურად გასათვალისწინებელია ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციაც. მნიშვნელოვანი გარემოება აქ ის არის, რომ ქვეყანაში შემნილი პოლიტიკური კრიზისი დროის პერიოდში ზუსტად ემთხვევა როგორც თიბისის ისე საქართველოს ბანკის აქციების ფასის ვარდნას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქციების საბაზრო ღირებულებას და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, მითუმეტეს როცა ის მცურავ რეჟიმშია, პირველ რიგში მოლოდინები აყალიბებს, ცხადია სხვა ფაქტორებთან ერთად. 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი და მოსალოდნელი რუსული სანქცია, რომელიც უსაფრთხოების ვერ-უზრუნველყოფის პრეტენზიას დაეყრდნო, აღმოჩნდა საკმარისი ფაქტორები, რათა უარყოფითი ეფექტი მოეხდინა ეკონომიკურ პროცესებზე.

დღეს მტყუან-მართლის ძიებას დიდი აზრი აღარ აქვს. ინფორმირებულობის თანამედროვე შესაძლებლობების გათვალისწინებით, პოლიტიკური პროცესებით დაზარალებული მოსახლეობა თვითონვე განსაზღვრავს მიზეზებსაც და ბრალეულობასაც. ცხადია, რომ საპროტესტო პროცესში გარდამტეხი აღმოჩნდა მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად გარდაქმნის მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთს აბრალებს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას, ეს ვერაფერი შეღავათია ეკონომიკური ვარდნისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის.

საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა პირდაპირ მიგვითითებს, რომ მოსახლეობა პროცესის მშვიდობიანი განვითარების მომხრეა. ცხელი ზაფხულის გამო მტყუან-მართალიც მომავალი წლის არჩევნებზე გაირკვევა", - წერს შოთა გულბანი ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა