logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბანკები საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე - მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს
ბანკები საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე - მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს
15:29 25.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება. სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას აღნიშნული სააგენტო განახორციელებს. საკრედიტო - საგარანტიო სქემაში მონაწილეობის კონტრაქტზე ხელმოწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. დოკუმენტი კომერციულ ბანკებსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა.

საკრედიტო -საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

თიბისი ბანკის რისკების დირექტორის დავით ჭყონიას განცხადებით, თიბისი ბანკი მზადაა, მიიღოს აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. „მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც მხარს უჭერენ მცირე და საშუალო ბიზნესს და მიმართულია აღნიშნული სეგმენტის გაძლიერებასა და განვითარებაზე. კარგია, რომ ეს მოხდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით. ჩვენ მზად ვართ ჩვენს კლიენტებს აღნიშნული პროდუქტი უფრო აქტიურად შევთავაზოთ,“ - განაცხადა დავით ჭყონიამ.

„ინიციატივა, რომელიც წამოვიდა ეკონომიკის სამინისტროდან, არის ერთ-ერთი კარგი კომპონენტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ახალი ინიციატივა კიდევ უფრო დაეხმარება ამ სეგმენტს და განსაკუთრებით ტურიზმისა და წარმოების მიმართულებებს,“ - განაცხადა „პროკრედიტბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საკრედიტო - საგარანტიო სქემამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება არსებულ მდგომარეობაში ეკონომიკის წახალისების მიზნებისთვის ამ პროექტის ოპერატიულად ამოქმედება. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ბანკების ჩართულობა ძალიან მაღალია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პროექტების დამუშავებაზე,“ - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

„ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით აღნიშნულ სქემაში და იმის გამო, რომ მოთხოვნა, ძირითადად, ტურიზმის სექტორიდან იყო, ჩვენ მეტ ყურადღებას ასეთ პროექტებს მივაქცევთ,“ - განაცხადა იშბანკის ფინანსურმა დირექტორმა უჩა სარალიძემ.

საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა