logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
89 270 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
89 270 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
15:08 24.07.2019
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 89 270 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლების საპროცენტო განაკვეთი იგივე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 4,349 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მაისიდან 1 ივნისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4,950-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 4,134 მილიონიდან 4,349 მილიონ ლარამდე.

89,270 ხელშეკრულებიდან 24,250 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 526.45 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივნისის მდგომარეობთ 13.83% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივნისის მონაცემებით 31,900 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.65%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1,366.97 მილიონი ლარია.

29,420 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2,213.08 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 815.35 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.38%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივნისის მონაცემებით 1,397.72 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.58%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივნისის მონაცემებით 860 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13.405 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.62%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2,840 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 230.06 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივნისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 36.34%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.


წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1,953 მილიონი ლარით, ხოლო
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, რეფინანსირების განაკვეთის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, როგორც ფულადი გზავნილების, ასევე ექპორტის კუთხით, ივლისში რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის ფონზე, მოსალოდნელია რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მოსალოდნელთან შედარებით შემცირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი, აღემატება სამიზნე მაჩვენებელს (ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია), ასევე, ივლისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში განაგრძობს გაუფასურებას და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე კვლავ გაძნელებულია მოსახლეობისთვის ფინანსებზე წვდომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მიზანშეწონილია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა