ერევანი-ბათუმი-ერევანის სამგზავრო მატარებელმა 15 ივნისიდან 16 აგვისტომდე 30 575 მგზავრი გადაიყვანა.
„Новости Армении“-ის ინფორმაციით, აღნიშნული
ციფრი 2011 წლის მონაცემებთან შედარებით, 18,9%-ით მეტია. გასულ წელს 15 ივნისიდან 16 აგვისტომდე პერიოდში იმავე მატარებლით 25 705-მა მოქალაქემ იმგზავრა.
მიმდინარე წელს კი, 1 ივნისიდან 16 აგვისტომდე პერიოდში აღნიშნული მატარებლით მგზავრობისთვის 39 005 ბილეთი გაიყიდა, რომელიც გასულ წელს გაყიდულ 30 646 ბილეთს 27,3%-ით აღემატება.
1-დან 16 აგვისტომდე პერიოდში კი, აღნიშნული მატარებლით 14 487-მა მგზავრმა იმგზავრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 35,9%-ით მეტია.
10 აგვისტოსთვის ერევანი-ბათუმი-ერევანის მგზავრთა რაოდენობამ ყოველდღიურად საშუალოდ, 1 000-ს მიაღწია.

















