logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება
გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება
16:53 18.07.2019
18 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც წარმოადგენს ამა წლის 15 ივნისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ სასესხო ხელშეკრულების თანმხლებ მხარდამჭერ ღონისძიებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსები მიმართული იქნება ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებისა და საქართველოს ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთოხებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობას.

ასევე ხელი მოწერა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით დაფინანსების შეთანხმებას. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარებას პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის სახით, მიზნად ისახავს საქართველოსთვის დახმარების გაწევას ენერგეტიკის სექტორში „ენერგეტიკულ გაერთიანებისა“ და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში.

„გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში ბოლო 20 წელია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, გერმანია საქართველოსთვის იქცა ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყნად, რომელიც დონორი ორგანიზაციების მეშვეობით გვეხმარება როგორც ინვესტიციების მოზიდვასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ხელმოწერის შემდეგ. მან განსაკუთრებით გამოყო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აქტიური მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, რომელიც გამოიხატება ტექნიკური, ფინანსური თუ ექსპერტული დახმარებით.

„დღეს ხელმოწერილი დაფინანსების შეთანხმებებიც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, რაც მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ექსპერტულ დახმარებას, რათა წარმატებით იქნეს განხორციელებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერას ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელების პროცესში. მსურს, გამოვხატო მადლიერება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისადმი (KfW) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა