logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ გეგმაში მთავარ აქცენტს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ გეგმაში მთავარ აქცენტს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ
09:54 17.07.2019
„ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ ჩვენს გეგმაში მთავარი აქცენტი აკეთებს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, სამთავრობო გეგმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული შეხვედრების დროს დასმული პრობლემური საკითხების შესწავლის შემდეგ განისაზღვრა.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად ნათია თურნავამ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კომპანიების ფინანსური ვალდებულებები დაასახელა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ მცირე საოჯახო სასტუმროებს დააწვა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ბიზნესსეგმენტისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსება განიხილება. „ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ კრიტერიუმებზე. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც იქნება გამოყენებული, ესაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ამ მიმართულების მომსახურება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, რომელიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთლიანად იქნება ორიენტირებული ტურისტულ ბიზნესებზე. აღნიშნული სქემა დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს, რათა არ გაჩერდეს არამარტო არსებული ბიზნესები, არამედ დაფინანსდეს მათი გაფართოება და პერსპექტიული პროექტები.

სამთავრობო გეგმის მესამე მიმართულებაა მარკეტინგული პროექტები. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ძირითადი აქცენტი გლობალური პლატფორმების მეშვეობით საქართველოს პოზიციონირებაზე გაკეთდა. „გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები „სი-ენ-ენ“-თან, „ბლუმბერგთან“, National Geographic-თან, ასევე ვსაუბრობთ Google-თან და ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით მათი წვდომის არეალი იქნება მაქსიმალური და ეფექტური. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი, ტურისტული ბაზარი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია რვაასამდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტის, ბლოგერის , ტუროპერატორის ჩამოყვანა. „მხოლოდ ივლისში 200-მდე ჟურნალისტი უკვე სტუმრობს საქართველოს. ისინი, ძირითადად, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბლოგერები ახალი პერსპექტიული ბაზრებიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი. ჩვენ ვაცნობთ მათ საქართველოს, ისინი კი ჩვენს ქვეყანას თავიანთ მკითხველს გააცნობენ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა