logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს
ეკატერინე მიქაბაძე: მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს
14:23 16.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) შეისწავლა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე სესხებთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, OECD - მ ითანამშრომლა ქართულ ბანკებთან, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიღებული აქვთ გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზები საქართველოში.

„დღეს განვიხილავთ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ მიმართულებას - მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას, რადგან მათ შეუძლიათ ქვეყნის მდგრადი ინკლუზიური განვითარების უზრუნველყოფა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე კუთხით - მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამოქმედდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმი, რომელიც აქტუალური სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება.

„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა გაიზარდოს მათი როლი საქართველოს მწვანე ეკონომიკად ტრანსფორმაციაში. მათთვის უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა და სტიმული, რათა საქმიანობაში მეტი აქცენტი სწორედ მწვანე, ნახშირბადის დაბალ ემისიაზე ორიენტირებული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთონ,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზედგინიძემ, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, OECD - დან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის EU4Environment - ის ფარგლებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა