logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს
ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს
10:15 16.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის „Lonely Planet“ - ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება. პოპულარული გზამკვლევი ევროპის ღვინის მიმართულებების შესახებ ამზადებს გზამკვლევს და მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ბენჯამინ კემპერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. ის ერთერთია იმ 200 ბლოგერსა და ჟურნალისტებს შორის, რომელთა მიერ მომზადებულ სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს საქართველოს შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

შეხვედრაზე „Lonely Planet“ - ის ავტორმა დეტალურად ისაუბრა თავისი სტუმრობის შესახებ კახეთის რეგიონის ღვინის საწარმოებსა და წვრილ საოჯახო მარნებში, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდება და მას ამერიკელი და ინგლისურენოვანი აუდიტორია წაიკითხავს. “ჩემი საბოლოო მიზანი ამერიკელი და ინგლისურენოვანი მკითხველის საქართველოში, ღვინის ქვეყანაში ჩამოყვანაა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ადამიანებით, უგემრიელესი საკვებით და ღვინოებით, რომლებიც ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვინოებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ბენჯამინ კემპერმა.

შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 200 ჟურნალისტისა და ბლოგერის სტუმრობა და აღნიშნა, რომ ისინი ობიექტურად აღწერენ საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ, არსებულ ვითარებას და პირველ რიგში იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი.

ივლისის თვის ბოლომდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი) აგრეთვე კორეის რეპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს საქართველოს შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა, უნიკალური კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა