საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი ამბობს, რომ საინვესტიციო თანხებს უფროსი
საინვესტიციო ოფიცერი განკარგავს, მისი მთავარი ამოცანა კი მაქსიმალური რეალური ამონაგების მიღება იქნება დადგენილი რისკის ჩარჩოებში.
„თუ შევხედავთ საბაზრო განაკვეთებს, დაბალ რისკიან ქაღალდშიც საკმაოდ მაღალი რეალური განაკვეთებია. მარტივად რომ ვთქვათ ოე წლიანი სადეპოზიტო სერთიფიკატი დაახლოებით 8.5-დან 10 პროცენტამდე მერყეობს, მაშინ როცა ინფლაციის დონე არის 3 პროცენტის ფარგლებში“, - აცხადებს დავით წიკლაური.
საინვესტიციო საბჭოს წევრი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე საუბრობს. განმარტავს, რომ კაპიტალს ბაზარს სჭირდება მეტი საცალო თუ ინსტიტუციონალური ინვესტორი.

















