Hardware Hackathon -ი არის მარათონული ტიპის ღონისძიება, რომლის მიზანიც შეზღუდულ დროში
კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოფიქრება და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შექმნაა.
მონაწილეები ჰაკათონის დაწყების პროცესში ეცნობიან გამოწვევებს, რის შემდეგაც იწყებენ მუშაობას. მათ უნდა მოიფიქრონ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები და შექმნან მათი იდეის პროტოტიპი. კონკრეტული პროექტების შესრულებისას მონაწილეებს სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტით მოამარაგებს კომპანია DAC.

















