logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი გრძელდება
კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი გრძელდება
10:32 05.07.2019
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიმდინარე სამუშაო პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებთ, წარმატებულია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50%-იანი თანადაფინანსებით, ფერმერებს საშუალება მივეცით ტექნიკა შეეძინათ. გარდა ამისა, გასულ წელს შევიძინეთ 30 ერთეული კომბაინი; სამუშაო პროცესში ამ ტექნიკის ჩართულობის შედეგია სწორედ, რომ შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ალოობა. წარმატებით დამთავრდა მოსავლის აღება ალაზანზე, მიმდინარეობს შირაქში და გაგრძელდება ქართლში. ფერმერები კმაყოფილი არიან; თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სახელმწიფო პროგრამები მათ წარმატებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“.

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, 2018 წელს, გარემო პირობებზე ადაპტირებული 30 ერთეული მარცვლეულის ამღები ახალი კომბაინი შეიძინა, რითაც გასულ წლებში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული შეფერხებების პრობლემა გადაიჭრა.

კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მოსავლის აღება აგროვადების დაცვით მოხდეს.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარზე ხორბალი.

ხორბლის აღების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მურთაზ ყიფიანი და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა