logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტროში საქართველო-პოლონეთს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს
ეკონომიკის სამინისტროში საქართველო-პოლონეთს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს
09:42 05.07.2019
ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პოლონეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიც ესწრებოდა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

„განვიხილეთ კონკრეტული განვითარების გეგმები, პრიორიტეტი არის სათავგადასავლო, კულტურული, ასევე აგროტურიზმის მიმართულებები, რაშიც პოლონეთს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი პარტნიორი, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები - გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ტურიზმის კუთხით. შევთანხმდით გამოცდილების გაზიარებაზე, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დღეიდან დავიწყებთ გარკვეული შეთანხმებების აღსრულებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან საინტერესო იყო სპატურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა პოლონურ მხარესთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც პოლონეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პოლონეთი ტურიზმის მიმართულებით ტოპ-ათეულში შემავალი ქვეყანაა და ჩვენი მიზანია, რომ მან გადმოინაცვლოს ტოპ- ხუთეულში. „შესაბამისად, შევთანხდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო რეისების სიხშირეების გაზრდაზე. ასევე შევთანხმდით, გავცვალოთ ცოდნა და ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რადგან პოლონეთი, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულებაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა