logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი მიიღო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი მიიღო
13:23 04.07.2019
ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.

"სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი", რომელიც სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

წესის ძალაში შესვლის შემდგომ, სააგენტო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების, მათ შორის შპს „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას განახორციელებს (სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მოქმედი სერტიფიკატი საქაერონავიგაციაზე 2008 წელს გაიცა, 2010 წლიდან კი აღნიშნულ უფლებამოსილებას მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელების უფლება დაემატა). „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხს და ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.

ამავე დროს, ნორმატიულ აქტს შემოაქვს „არაკომპლექსური საწარმოს“ ცნება და შესაბამისი საორგანიზაციო და ტექნიკური მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს, რომელიც რეგულარულად ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან, საჰაერო სივრცის ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას - 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ და რომლის წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს, სერტიფიცირების გავლის შემდეგ მიენიჭება სააერნასონო მომსახურების საწარმოს სტატუსი და დაეკისრება თანაბარზომიერი ვალდებულებები.

წესის ამოქმედებამდე, სააგენტო მართავს შეხვედრებს და კონსულტაციებს სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია სერტიფიცირების ახალ პროცესთან და მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

373/2017 რეგულაციის დანერგვით, საქართველო შეასრულებს ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის არაერთი რეგულაცია უკვე დანერგა და აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა