logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მესტიის გენერალური განვითარების გეგმის დოკუმენტზე საჯარო განხილვები დაიწყო
მესტიის გენერალური განვითარების გეგმის დოკუმენტზე საჯარო განხილვები დაიწყო
11:41 04.07.2019
მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტის საჯარო განხილვა დაიწყო. განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. შემუშავებისა და განხილვის პროცესში მჭიდროდაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტში გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების საკითხები. გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.

საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

,,გენერალური განვითარების გეგმის მიზანია, შევინარჩუნოთ სვანეთი, როგორც კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი ლანდშაფტი, ამავდროულად იყოს შესაძლებლობა, მეტი განვითარების, მეტი ტურისტის მიღების, მეტი დასაქმების, და შემოსავლის შექმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობა არის ძალიან აქტიურად ჩართული და მათთან შეთანხმების გარეშე არ მიღება არცერთი გადაწყვეტილება, ეს არის სწორედ ,,ქართული ოცნების“ მთავარი ხელწერა, მთავარი ნიშანი და სწორედ ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მოქალაქეებთან სხვადასხვა პროექტების განხილვა და საჭიროებებზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდება.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო განხილვაზე, პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ. მისი განმარტებით, ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა საჯაროდ და მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებით ხდება:

,,გენერალური განვითარების გეგმა ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის, ამავე დროს ქაოტური მშენებლობების მოწესრიგებისათვის და გრძელვადიანი ხედვისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას. მოსახლეობასთან ერთად პირველი ეტაპის განხილვა დღეს დაიწყო, რომელიც გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში იმ დოკუმენტს, კონცეფციას რაც მოგვცემს საშუალებას რომ სწორად განვავითაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია რეგიონში” - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა გეგმის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე:

,,მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის და მისი სწორად დაგეგმარებისთვის. აქ განხილულია თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ასე აქტიურად არის მოჭარბებული მესტიის მუნიციპალიტეტში, არამედ ასევე განხილულია თუ როგორ უნდა იყოს მიმართული თვითონ ადგილობრივი მოსახლე, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმისაგან” - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

საჯარო განხილვა მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ კი დოკუმენტის მიღება მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ მოხდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა