logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობა იზრდება
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობა იზრდება
15:24 28.06.2019
ევროკავშირის პროექტის EU4 Business - ის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციათა მონაწილეობით გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის წარმატებით მიმდინარეობა პოზიტიურად აისახა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც აისახება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში.

„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) კონტექსტში და DCFTA-ს ფარგლებში მონიჭებული უპირატესობების სრული გამოყენების თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

EU4 Business მხარს უჭერს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მეწარმეობის ხელშეწყობის და კერძო სექტორის განვითარების მიმართულები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა აღნიშნული კუთხით მოიცავს მრავალ მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრებზე წვდომას, ასევე ქალი მეწარმეების ხელშეწყობას და აშშ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ევროკავშირის სტანდარტებისადმი ადაპტირებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა