logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით
მამუკა ბახტაძე: გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით
15:07 28.06.2019
გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით და იმით, რომ მათ შეუქმნა ფართო ასპარეზი და შესაძლებლობები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატიური ასახვა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.

„რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგებზე. მე გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ კონსულტაციაზე ვართ გადასული კერძო სექტორთან. დღესაც მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს შეჯერებულ წინადადებებს, რომელიც კერძო სექტორისაგან მივიღეთ. თქვენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა ახსენეთ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად მეტი წინადადება მოვისმინთ და შემდეგ პოზიციები შევაჯეროთ იმ სექტორის წარმომადგენლებთან, რომელიც აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა ტურისტულ სექტორზე გავაკეთო. ჩვენ პარალელურად გვაქვს შეხვედრები და რამდენიმე დღეში გაიმართება ეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი პორტფელი ჩვენი ინიციატივების და მხარდაჭერის, რომ შევძლოთ მოვახდინოთ მინიმიზირება ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის. როდესაც ჩვენ ტურისტულ სექტორზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში და რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არის ინკლუზიური და მასში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, აქედან გამომდინარე, მე ძალიან მძაფრი ვარ იმ შეფასებაში, რომ საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე მე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა