logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნიკოლოზ ალავიძე: მდგრადი ინკლუზიური განვითარების მისაღწევად სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის  ხელშეწყობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
ნიკოლოზ ალავიძე: მდგრადი ინკლუზიური განვითარების მისაღწევად სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
14:59 28.06.2019
„ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ ვართ დიდი, დასავლური ევროპული ოჯახის წევრები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური დანერგვა გვეხმარება, სწორი ინტეგრაცია მოვახდინოთ ამ სივრცეში. ამისთვის ჩვენ, სახელმწიფომ, ავიღეთ მტკიცე და მყარი ვალდებულებები, მათ შორის მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებშიც ინერგება თანამედროვე ევროპული ბიზნესპროცედურები, მათ შორის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მექანიზმები“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ფორუმზე გააკეთა, სადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მხარდასაჭერად საჯარო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.

როგორც ფორუმზე ითქვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი კონცეფციაა საქართველოსთვის და სულ უფრო მეტ ქართულ კომპანიას ესმის თანმიმდევრული CSR სტრატეგიის განხორციელებისა და საერთაშორისო სამოქმედო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობა. საერთაშორისო კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორ კომპანიებში ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პრინციპების არსებობას, რაც გულისხმობს გარემოს მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, ბიზნესის სოციალური მიმართულების განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობების განვითარებასა და სხვა მიმართულებებს, რაც სტიმულს აძლევს კერძო სექტორს, მეტი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში.

„ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა კერძო ინიციატივაში, რომელიც ემსახურება CSR-ის კულტურის დანერგვას და გამყარებას. ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში ვიყოთ ინტეგრირებულები, რადგან საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტის - მდგრადი ინკლუზიური განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდის მისაღწევად სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“ - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ და ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ფორუმი „საჯარო პოლიტიკა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა