logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრი: ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე
ეკონომიკის მინისტრი: ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე
16:52 25.06.2019
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, ასევე შევეცადოთ, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე, რაც ბუნებრივია.

ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებს ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომლის ერთ-ერთ ძირითად თემას ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოთი გამოწვეული შესაძლო ზიანის შემცირება წარმოადგენდა.

„დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო, შევხვედროდით ტურისტულ ბიზნესს და უშუალოდ მათთვის მოგვესმინა. დღეს 30-მდე ტუროპერატორს და სასტუმროს წარმომადგენელს შეხვდით, რათა მოგვესმინა მათგან უშუალოდ რა გამოწვევის წინაშე დადგნენ. მოვისმინეთ ციფრები, რაც ბიზნესმა გააჟღერა, რომ ეს რეალური გამოწვევაა რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით 1 მლნ რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა და ეს დაახლოებით, 2 მლრდ ლარის შემოსავალი იქნებოდა ამ სექტორისთვის. რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის წუხილი. ჩვენ მზად ვართ და ეს აღვუთქვით ბიზნესს, რომ გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე. მათ შორის ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, ასევე შევეცადოთ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი არის ერ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი; საქართველო არ ირჩევს ტურისტს, თვითონ ტურისტები ირჩევენ საქართველოს. საკმაოდ დივერსიფიციებული ბაზარია და არცერთი მიმართულება არაა დომინანტი, თუმცა ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს ჩვენს ბაზარზე 25%-ს. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. რასაკვირველია, აქედან გამომდინარეობს ბიზნესის წუხილი და თხოვნაც, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ არც ეს სეგმენტი არ დავკარგოთ, რადგან ეს მათთვის საკმაოდ მიმზიდველი და მომგებიანია; ჩვენ ვუსმენთ ბიზნესს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, თუ როგორ დავეხმაროთ“, - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა