რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინო მოვლენის
– შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონია. ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”.
ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.
“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.

















