2011 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 65 ქვეყნიდან შემოვიდა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, დანია, თურქეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ვირჯინიის კუნძულები.
ამასთან, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის.
აღნიშნულ პერიოდში ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 242 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანიდან - 138 აშშ მლნ დოლარი, დანიიდან - 97 აშშ მლნ დოლარი, თურქეთიდან - 76 მლნ აშშ დოლარი, რუსეთიდან - 55 მლნ აშშ დოლარი, გაერთიანებული სამეფოდან - 55 მლნ აშშ დოლარი, ჩეხეთიდან - 47 მლნ აშშ დოლარი, ლუქსემბურგიდან - 43 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ვირჯინიის კუნძულებიდან 42 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ამ მაჩვენებელმა აღნიშნულ პერიოდში 95 მლნ აშშ დოლარი შედგინა.
სულ, 2011 წელს საქართველოში 1 მლრდ 117 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

















