logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას საქართველოში
გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას საქართველოში
12:09 20.06.2019
ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ახალ პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორგანიზაცია GEO-სთან თანამშრომლობით იწყებს.

ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა.

„ნარჩენების მართვის სისტემების შექმნა და დანერგვა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ნარჩენების შემცირებით, ხელახალი გამოყენებით, მათი სეპარირებული შეგროვებითა და რეციკლირების ხელშეწყობით, ერთი მხრივ, თავიდან ავიცილებთ ნარჩენებით ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მიყენებულ ზიანს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შევუწყობთ ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, რომელიც აქტიურად დგას მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში და გულისხმობს არსებული რესურსების, ნარჩენების ხელახალ გამოყენებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტის ძირითად მიზნებსა და დაგეგმილ ქმედებებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პროექტის ხელმძღვანელმა, ხათუნა გოგალაძემ (GEO) ისაუბრა.

ახალი პროექტის ხანგრძლივობა 16 თვეა და მისი მიზანია ელექტრონული ნარჩენების მართვის განხორციელების ხელშეწყობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემაში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შედის. პროექტი დაეხმარება საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლებაში; ასევე, ელექტრონული ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროექტი დახმარებას გაუწევს კერძო სექტორსაც მწარმოებელთა პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნაში.

პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია GEO-ს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ (2017-2018).

პროექტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება საჯარო და კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა