logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე - ჩვენ დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში
მამუკა ბახტაძე - ჩვენ დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში
11:12 20.06.2019
ჩვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტო არის უნიკალური პლატფორმა ამ მიზნის მიღწევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

„ჩვენ შევეცადეთ, საუკეთესო საერთაშორისოგამოცდილება მოგვერგო ჩვენი რეალობისთვის, იმ მთავარი მიზნების მიღწევისთვის, რაც ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს არის სიღარიბის დაძლევა და მეტი ინკლუზიური ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი საშუალებასმოგვცემს, საქართველოში მოვიზიდოთ მეტიპირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ მეტისამუშაო ადგილები და საქართველო გავხადოთუფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე. ამავე დროს, ჩემთვის, როგორც მთავრობის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულია, დარწმუნებული ვიყოთ ნებისმიერი პროცესის გამჭვირვალობაში და იმაში, რომ გადაწყვეტილებების მიღების სტანდარტიყველაზე მაღალი და ეფექტურია. ამთვალსაზრისითაც, საჯარო და კერძო სექტორისთანამშრომლობის ფორმატი უნიკალურია, ვინაიდან მოცემული ინდიკატორები დაპარამეტრები, ძალიან ამბიციურია და შეესაბამებასაუკეთესო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისგამოცდილებას“, - განცახადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ამ რეფორმისთვის გადადგა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმ რეფორმათაშორის, რომელსაც ჩემი მთავრობა ახორციელებს. მსურს, კერძო სექტორს მოვუწოდო მეტიაქტიურობისკენ, რათა კარგად შეისწავლონ ისპრინციპები, რომლითაც ეს სააგენტო იმოქმედებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთამხარდაჭერის გარეშე, გაგვიჭირდებოდა ასეთმოკლე ვადებში სააგენტოს, ახალი სამართლებრივიჩარჩოს შექმნა და იმ საერთო პრიორიტეტებისდასახვა, რომელიც დაგვეხმარება ყველაზემნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში, როგორიც არის სიღარიბე და მეტი ინკლუზიურიზრდის მიღწევა“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაზე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოსმთავრობა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) დაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისხელშეწყობით.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-ქაიალარმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე რევიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა