საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ITLC) შეიქმნება.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გამართავენ.
პრეზენტაცია ხვალ, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" #3 პავილიონში იგეგმება.

















