logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლანჩხუთში 11 600 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ლანჩხუთში 11 600 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
15:04 18.06.2019
მიმდინარე წელს ლანჩხუთში 11 600 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების, სანიაღვრე არხებისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს.

ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მრავალბინიანი სახლების ფასადები მოწესრიგდება.
პროექტის ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

ქალაქში მდებარე მინი საფეხბურთო სტადიონების და ერთი საკალათბურთო მოედნის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 55 პროექტი ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 748000 ლარია. პროექტების უმეტესობა გარე განათების მოწყობას, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოიცავს.

მარჯანიშვილის, გოგიჩაიშვილისა და ურუშაძის ქუჩებზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება 536 993 ლარს შეადგენს.

ქალაქში წყალმომარაგების კუთხით დუმბაძის, ბაგრატიონის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნათლის მცემლისა და მშვიდობის ქუჩებზე მიმდინარეობს. 500-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს.   

პროექტის ღირებულება 776 774 ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დანფინანსდება.

ასევე დაიწყება საფეხბურთო აკადემიის ეზოს კეთილმოწყობა. პროექტის ღირებულება 1 036 000 ლარია.

აკეთის, აცანისა და მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ღირებულება 143,140 ლარს შეადგენს.

დასრულდა ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეგნატე  ნინოშვილის  სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა (8850 გრძ.მ). პროექტის ღირებულება 948 000 ლარს შეადგენს.

სოფელი შუხუთი - ამბულატორიის რეაბილიტაცია _ 21 765 ლარი;

სოფელი აცანა - ამბულატორიის რეაბილიტაცია - 22 000 ლარი;

სოფელი აკეთი - ამბულატორიის რეაბილიტაცია - 20 400 ლარი;

სოფელი ნიგოითი - ამბულატორიის რეაბილიტაცია - 27 800 ლარი;

სოფელი სუფსა - აშენდება ახალი ამბულატორია - 83 000 ლარი;


რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ლანჩხუთში 9 ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო.

ეს ქუჩებია: ებრალიძის, მშვიდობის, გურიელის, გურიის, წმინდა ნინოს  შესახვევი, ბაგრატიონის  ჩიხი, თავისუფლების შესახვევი, ბარათაშვილის ჩიხი, წმინდა ნინოს შესახვევი (წილოსნების უბანი).

სუფსის საჯარო სკოლის დაწყებით კორპუსსა და მთავარ კორპუსზე სველი წერტილების მოწყობა. ღირებულება შეადგენს 128 000 ლარს.

#1 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ღირებულება შეადგენს 91 000 ლარს.

საჭიდაო დარბაზის სახურავის გადახურვა და შენობის სარემონტო სამუშაოები.

პროექტის ღირებულება შეადგენს 42 000 ლარს.

დაწყებულია ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეკეთება. პროექტის ღირებულება შეადგენს 88 000 ლარს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #1 და ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა. ღირებულება შეადგენს 136 000 ლარს.

დასრულდა ქ. ლანჩხუთში მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება. პროექტის ღირებულება შეადგენს 123 000 ლარს.

გვიმბალაურში, ღრმაღლეში, სუფსასა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ღირებულება შეადგენს 1 101 329 ლარს.

ნინოშვილისა და ჩიბათის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 90 000 ლარს.

შიდა სასოფლო გზები მოეწყობა შემდეგ სოფლებში: აცანა, აკეთი, მამათი, ნინოშვილი, ჩოჩხათი, ღრმაღელე, მაჩხვარეთი, გვიმბალაური, ჩიბათი, შუხუთი. პროექტის ღირებულება 936 000 ლარია.

მზადაა ნაპირსამაგრი სამუშაოების მოსაწყობად პროექტი, რომლის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა