logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ენუქიძე: წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს
ნინო ენუქიძე: წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს
13:46 18.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) 2019 წლის გლობალური კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს. კონფერენცია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს და საფრანგეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით ტარდება.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ რეფორმებზე, რომლის მიზანიც წიაღისეული რესურსების მართვის ეფექტიანობის გაზრდაა. გვსურს დავნერგოთ ინტეგრირებული ნებართვების გაცემის სისტემა, რომელიც სამთო-მოპოვებით სექტორში მომუშავე ბიზნესს საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ ინვესტორებთან პროაქტიული ურთიერთობის პრინციპზე, რომლითაც ვგეგმავთ კომპლექსური საინვესტიციო შეთავაზებების მომზადების გზით პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე რეფორმების პოტენციურ დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მათთან პროაქტიული მუშაობა მნიშვნელოვანი გზაა წიაღის სექტორში გლობალური ინვესტორების მოსაზიდად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.

სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მაია ზავრაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია EITI (Extractive Industries Transparency Initiative) პრინციპების უკეთ გაანალიზება, რომელიც წარმოადგენს ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის გამჭვირვალობის გლობალურ სტანდარტს, მისი უმთავრესი პრინციპები ასახავს ყველა დაინტერესებული მხარის საერთო მიზნებსა და ვალდებულებებს მოპოვებით მრეწველობაში.

მისივე თქმით, კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს ქვეყნების ლიდერებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წარმომადგენლებს, განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის სფეროში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერება და EITI პრინციპების შესაბამისად შემუშავებული იმ მიდგომების განხილვა, რომლებიც სექტორში კარგი მმართველობის დანერგვისა და პასუხისმგებლიანი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა