logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეფორმები განათლების სფეროში ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და პროდუქტიულობის ზრდას
რეფორმები განათლების სფეროში ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და პროდუქტიულობის ზრდას
13:12 18.06.2019
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად.

პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლების და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.

პროექტი სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობას გულისხმობს და შემდეგ მიზანს ისახავს: (1) ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის და ჩართულობის გაზრდა; (2) ზოგადი განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება; (3) უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების მექანიზმების გაძლიერება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; (4) სისტემის განმტკიცება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; და (5) პროექტისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერება.

„ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტი სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით ხელს შეუწყობს ჩვენს უმთავრეს რესურსს - ადამიანური კაპიტალის განვითარებას,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის გუნდს და მის ადგილობრივ ოფისს მხარდაჭერისთვის.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციაა ჩართული, მადლობას ვუხდი ყველას, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი ამ პროცესში მსოფლიო ბანკია. მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის - არამხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსებისთვის, არამედ გამოცდილებისა და კომპეტენციების გაზიარებისთვის, იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი განათლების სექტორისთვის აკეთებს. ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს რეფორმის უპირობო წარმატებას,“ - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

“საქართველო აგრძელებს ინვესტირებას თავის მოქალაქეებში. აღნიშნული პროექტის მიზანი, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების მოსაზიდად და კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაციების და პროდუქტიულობის ასამაღლებლად საქართველოს მხარდაჭერაა. მტკიცე საფუძვლის მომზადების გზით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით პროექტი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება პედაგოგიკაში და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.

პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობაზე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, (სოფლების და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობების და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018 – 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა