logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აფბა - საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთები ევროპასთან შედარებით 7-ჯერ მაღალია
აფბა - საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთები ევროპასთან შედარებით 7-ჯერ მაღალია
18:22 15.08.2012
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) კვლევის თანახმად, საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთები  ევროპის ქვეყნებთან შედარებით 7-ჯერ მაღალია.

შესაბამისი კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს გამართა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორი სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ, აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აფბა ფინანსურ კრიზისსა და 2008 წლის ომს მიიჩნევს, რომლის შედეგადაც ბანკებმა კრედიტების გაცემა შეზღუდეს, ვინაიდან კლიენტების მიერ უკვე აღებული კრედიტების გადახდისუნარიანობა ეჭვქვეშ დადგა. ამასთან, კრედიტების დაუბრუნებლობის გამო, ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდა, რითაც დაკარგა ბანკთან შემდგომი ურთიერთობის საშუალება. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

„გარდა ამისა, ბანკების კლიენტებს ვალის დაფარვა ყოველთვიურად უწევთ, ვალის გადავადებასა თუ რესტრუქტურიზაციაზე ბანკები, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო აქტუალური და მოთხოვნადი გახდა“ - განმარტავს ორგანიზაცია და დასძენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეთავაზება, რომელსაც მოსახლეობა ბანკის სესხის გადასაფარად მიმართავს, უფრო ხელმისაწვდომი, თუმცა, „ძვირი ფუფუნებაა“, ვინაიდან მისი მიღება ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებშია ხელმისაწვდომი.

ამასთან, აფბას აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მსუბუქად რეგულირდება და მათი პასუხისმგებლობის დონე და მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ვალდებულების ხარისხი გაცილებით დაბალია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსოების პოპულარობა და შესაბამისად, შემოსავლები იზრდება. აფბას შესაბამისი სტატისტიკაც მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები 2012 წლის პირველ კვარტალში, 2010 წლის დონესთან შედარებით, დაახლოებით, 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 474 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 180 %-იანი ზრდაა.

რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის მოცულობას, ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ის 382 მილიონი ლარია, 2010 წელს კი - მთლიანი სესხების მოცულობა 180 მლნ ლარი იყო, ანუ 2 წელიწადში მთლიანი სესხები 212%–ით გაიზარდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ხდება.

აფბა-ს ინფორმაციით, დღეისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შემდეგი საპროცენტო განაკვეთები ფიქსირდება - ბიზნეს სესხებზე - 31,9%, სამომხმარებლო სესხებზე - 28,9%, ავტო სესხებზე - 58,5%, იპოთეკურ სესხებზე - 34,8%, სალომბარდო სესხებზე - 40,1% და აგრო სესხებზე - 29,8%. საშუალო განაკვეთი კი - 37%-ს შეადგენს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპაში საშუალო განაკვეთი 5%–ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სესხებზე განაკვეთი, დაახლოებით, 7-ჯერ მეტია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა