2012 წლის იანვარ-ივლისში თბილისს 931 090 უცხოელი ტურისტი ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დედაქალაქს
ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან ეწვია.
აღნიშნულ პერიოდში თბილისში აზერბაიჯანიდან 231 992 ვიზიტორი შემოვიდა, სოხეთიდან - 216 298 , რუსეთიდან - 149 909, ხოლო თურქეთიდან საქართველოს დედაქალაქს 121 605 დამთვალიერებელი ესტუმრა.

















