logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის
ეკატერინე მიქაბაძე: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის
13:25 15.06.2019
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არა-დისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე, რომელსაც თავად ეს საზოგადოება ქმნის, არის ერთადერთი გზა, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა - სიღარიბე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.

რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, აშშ - ს საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა. რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

პირველი რეგიონალური ფორუმი ქუთაისში გაიმართა.

ფორუმი გახსნეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, თამაზ შავაძემ.

თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ აქცენტი გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება.

„დღეს, 15-დან 64 წლამდე ქალების მხოლოდ 56 პროცენტია ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი კაცებისათვის დაახლოებით 80 პროცენტია. ეს მიუთითებს ადამიანური კაპიტალის არასათანადოდ გამოყენებაზე. ქალების სრულფასოვანი ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი გამოშვება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალების იმავე დონით ჩართვა აქტივობაში, როგორ კაცების, ჩვენი ქვეყნის გამოშვებას 11 პროცენტით გაზრდის,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი ღონისძიება ტარდება, სადაც ხდება ქალების კონკურენტუნარიანობის ზრდა სამეწარმეო უნარების და ფინანსური განათლების გაუმჯობესების გზით. მისი თქმით, „ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად ეხმარება ქალებს უფრო მეტად ჩაერთონ ბიზნესში და გაძლიერდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება.“

ფორუმის ფარგლებში, ფუნქციონირებს საინფორმაციო პავილიონები, სადაც ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროგრამებს და მიიღონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორის, ფუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა