logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა
12:54 14.06.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4,5%-ის ოდენობით ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის პირველ ნახევარში ზრდის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, წლის მეორე ნახევარში შედარებით დაბალი და საბოლოო ჯამში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.

მისივე თქმით, მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3% იყო, თუმცა 2018 წელს ინფლაცია უფრო დაბალ ნიშნულზე იყო და საბოლოო ჯამში წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა 1,5% შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საგარეო ვაჭრობაში საქონლით ვაჭრობამ გასულ წელს ჯამში შეადგინა 12 474 მლნ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 6.9%-ით მეტია. აქედან, ექსპორტის წილი იყო 3 355 მლნ დოლარი, რაც 22.6%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 9 118 მლნ დოლარი, რაც დაახლოებით 15%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ტურიზმზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 10%-ით და დაახლოებით 8 326 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 19%-ით და 3 222 მლნ დოლარს შეადგენს.

მისივე თქმით, გასულ წელს ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც გაიზარდა 14,7%-ით და შეადგინა 1 350 მლნ დოლარი.

მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს ნაერთ ბიუჯეტში 10 500 მლნ იყო დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები და ამ კუთხით გეგმა 101%-ით შესრულდა. მისივე თქმით, 2018 წელს 3.6 მილიარდი ლარის კაპიტალური დანიშნულების ხარჯები იქნა გაწეული, რამაც 8.8% შეადგინა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.

გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვითი კატეგორიები ყველა შესრულებულია.

„გადასახადების კუთხით შესრულება არის 100.1%, რაც 9 696 მლნ ლარია. გრანტების სახით მივიღეთ 404 მილიონი ლარი და 119%-ია შესრულება, ხოლო სხვა შემოსავლებში 114% -ია შესრულების მაჩვენებელი, რაც 495 მილიონი ლარია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ვალების აღებისა და დაფარვის ნაწილზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული იქნა 422 მილიონი ლარი, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილმა მიზნობრივმა კრედიტებმა შეადგინა 997 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით მიღებულმა თანხამ - 458 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, გასულ წელს საგარეო ვალდებულებებზე მიემართა 983 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 279 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა 12 590 მლნ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებელის 100.8%-ია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თითქმის ყველა უწყებაში შესრულების მაჩვენებელი მაღალია.

„ეკონომიკის სამინისტროს მაჩვენებელი არის 98%; ინფრასტრუქტურის სამინისტროში 1 662 მლნ ლარამდე იყო გაწეული ხარჯი, რაც 105%-ია; იუსტიციის სამინისტროს აქვს 104%; სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ თითქმის 100% შესრულებული; საგრეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შესრულების მაჩვენებელი არის 100%: შინაგან საქმეთა სამინისტრო 100.3%; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 97%; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 101%; კულტურისა და სპორტის სამინისტროს 102%; დევნილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროებსაც აქვთ 100%-იანი შესრულება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამრთლოს შესრულება ჰქონდა 93%, უზენაეს სასამართლოს 99%, საერთო სასამართლოებს 98%, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 89,8%, სახალხო დამცველის აპარატს 122% და იურიდული დახმარების სამსხურს 84%.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კომიტეტის საკურატორო სამინისტროების მიმართულებით ბიუჯეტი ზედმიწევნით არის შესრულებული, რაც სწორი და კარგი ტენდენციაა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკითხი ეხება მოსამართლეთა მივლინების წესს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლებელი იყო მოსამართლის მივლინება და ასევე, გალი- გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შესაძლებელი იყოს მოსამართლის მივლინება.

„არგუმენტი გახლავთ ის, რომ გაგრა-გუდაუთის და სოხუმის სასამართლო განთავსებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად, ხოლო გალი-გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის სასამართლო განთავსებულია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული ერთეულის თვალსაზრისით. ეს საკითხი საჭიროებს კომიტეტში დამატებით შესწავლას. იდეის დონეზე შეგვიძლია მოვიწონოთ და ჩვენ გავწეროთ კონკრეტული პროცედურები როგორ მიგვაჩნია, რომ არის უფრო სწორი ამ საკითხის დარეგულირება. მხარდაჭერის შემთხვევაში, უკვე კომიტეტის სახელით მოხდება პროექტის დაინიცირება“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა იდეის დონზე მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა