logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო ლოგისტიკური კონფერენცია გახსნა
აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო ლოგისტიკური კონფერენცია გახსნა
12:53 14.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო ლოგისტიკური კონფერენციის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გლობალური ორგანიზაციის CGLI - ისა და ქართული კომპანიის „ჯორჯიან ლოგისტიკ გრუფის“ ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი ესწრება, რომლებიც გადამზიდავ და ლოგისტიკურ სექტორს წარმოადგენენ.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სამთავრობო ხედვა სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ხელსაყრელ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც იძლევა გადამზიდავი და ლოგისტიკური ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე (ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი და ა.შ.), რომელთა ამოქმედებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების შემოსვლას და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში კი დამატებითი კაპიტალის მოზიდვას. აკაკი საღირაშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოზე გამავალ შუა სატრანსპორტო კორიდორსა და მისი განვითარებისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შუა კორიდორის პოპულარიზებასა და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ჩვენი მიზანია საქართველო რეგიონის ჰაბად ვაქციოთ. ასეთი მაღალი რანგის კონფერენციების ჩატარება გაზრდის როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ასევე შუა კორიდორის ცნობადობას საერთაშორისო გადამზიდავ და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

“ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ქვეყანაში, კავკასიის რეგიონში და მთლიანად შავი ზღვის ქვეყნებში არსებული ვითარების უკეთ შესწავლა. მე წარმოვადგენ CGLI ქსელს, რომელსაც 100 მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჩვენი წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს. ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არსებულ შესაძლებლობებს გააორმაგებს და როგორც გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინტერესი ამ ქვეყანაში დიდია. ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ახლა ავითარებს და ასევე ნათლად ვხედავთ ამ შესაძლებლობების გამოყენებით მიღწეულ პროგრესს,“ - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორი ქსელის GCLI - ის მმართველმა დირექტორმა რაიმონდ ვან ახტერენმა.

კონფერენცია საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ გაიცნონ საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია B2B შეხვედრები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა