logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა
თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა
15:07 13.06.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გახსნა.

WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და თურქეთი) 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.

საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო-ჯორჯია“ მე-11 პავილიონში იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
„გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს. წლების განმავლობაში, ქვეყანაში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოფენის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

წელს, გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები (https://innovin.fr/index.php/en/). საკუთარ სტენდზე, ფრანგი მონაწილეები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.

გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.

13 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველ ღვინის სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალები: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ალისტერ კუპერი (დიდი ბრიტანეთი), მარჩელო რეტამოლი (ჩილე), მეთიუ რობერტ ვილკინი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი დაქიშვილი, ნიკა აღდგომელაშვილი და მიხეილ მესხი შედიოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა