logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: რეფორმების დადებითი შედეგები მომავლაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება
გიორგი ცუცქირიძე: რეფორმების დადებითი შედეგები მომავლაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება
14:01 10.06.2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო ფინანსური გამოცემის Global Finance-ის მიერ საქართველოს შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ – Global Finance-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნესრეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა.
Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივისა და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით და ბიზნესის კეთების სიმარტივით სულაც ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ბალტიის სახელმწიფოების და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეც კი.

მიმაჩნია, რომ ეს შეფასებები არის შედეგი იმ რეფორმებისა რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ასევე საბანკო რეგულაციების, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის თუ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით; კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს შეფასებები, ადასტურებს მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს და სამწუხაროდ, ასევე აჩვენებს ქართული ოპოზიციის მხრიდან რეფორმების ოპონირების წმინდა სუბიექტურ ხასიათს; ოპოზიციის შეფასებების ნარატივიც ხომ ძირითადად რეგულაციების და მართველობის ნეგატივზეა აგებული.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, უკვე აისახა ევროკავშირთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში;
ეკონომიკის სამინისტროს ბოლო ინიციატივებიც, რაც ინვესტორებთან ურთიერთობის "ერთი ფანჯრის" პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, როგორც უცხოური ინვესტიციების ზრდის, ასევე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დასაქმების და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც.
ქვეყანა მიდის წინ, რეფორმების და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დადებითი შედეგები მომავლაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება“- წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა