logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარული თამაშების ანატომია, თუ ხაზარაძის და რუხაძის ინტერსთა თანხვედრა
გიორგი ცუცქირიძე: ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარული თამაშების ანატომია, თუ ხაზარაძის და რუხაძის ინტერსთა თანხვედრა
15:15 06.06.2019
ექსპერტი საბანკო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე ფოთის პორტთან დაკავშირებულ სკანდალზე სოციალურ ქსელში წერს.

„ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარული თამაშების ანატომია, თუ ხაზარაძის და რუხაძის ინტერსთა თანხვედრა?

ანაკლიიის პორტის ირგვლივ დაწერილ წინა პოსტში აღვნიშნე, რომ როგორც ჩანს „ეი პი ემ ტერმინალსის“ თემაზე აპელირებით, „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმი საბაბს ეძებს, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებს თავი აარიდოს". როგორც ირკვევა ეს საკითხი კიდევ უფრო დამაინტრიგებელ ხასიათს იძენს. ძალზე საინტერესოდ მეჩვენება დღეს „პრაიმტაიმში“ გასული ინფორმაცია -თუ ვინ დგას რეალურად ფოთის პორტთან დაკავშირებული სკანდალის უკან? მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროს როდესაც ანაკლიის პროექტზე აქტიური და ფაქტიურად გადამწყვეტი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ინვესტორ ბანკებთან სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, მთავარი-თუ როგორ გადაწყდება ანაკლიაში ტვირთების გარანტირებული უზრუნველყოფის საკითხი, ვის აწყობდა 29 მაისს „ეიპიემ ტერმინალსის“ განცხადება, რომ თითქოს მან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო? რაც მთავარია სწორედ ამ განცხადებას მყისიერად გნებავთ ორკესტრირებულად იმავე საღამოს მოყვა მეორე არანაკლებ საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება ანაკლიის კონსორციუმის და მამუკა ხაზარაძის მხრიდან, ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე და პროექტის შესაძლო შეჩერებაზეც კი!!!

პრაიმტაიმში გასულ მასალაში წარმოდგენილია საინტერესო ვერსია „„ეიპიემ ტერმინალსის“ განცხადებას, თუ რატომ მოყვა ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან დაწყებული ნამდვილი საინფორმაციო შტურმი და ხმაურის მასშტაბი, მაშინ როდესაც კონსორციუმს შესაბამის უწყებებთან მარტივად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეეძლო გაერკვია, რეალურად რა ხდებოდა ფოთის პორტთან მიმართებაში?!.

ეს განცხადება ყველაზე უფრო დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და მთავრობისათვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ჩემი აზრით ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება აღნიშული გადაწყვეტილების გაუქმებაზე. და თუ ეს ასეა, მაშინ ხომ არ იყო ეს წინასწარ დადგმული სცენარი ანუ ხომ არ აწყობდა ეს მორიგი აურზაური ორივე მხარეს ანუ კონკურენტებს-იმ ვითარებაში, როდესაც ერთი შეხედვით კონკურენტები სიტუაციური მოკავშირეები აღმოჩნდნენ ?1. წინასწარ ხომ არ იქმნება სიტუაცია, სადაც ანაკლიის კონსორციუმს ეძლევა კარგი შანსი, საკუთარი ვალდებულებების ვერშესრულებისას პროექტის ჩავარდნა დააბრალოს მთავრობას!!!.

აქ უკვე იკვეთება კიდევ ერთი ფიგურანტის ირაკლი რუხაძის ფიგურა, რომელსაც გასული ინფორმაციით ეკუთვნოდა კიდეც გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის რეკომენდაცია, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია გიორგი ქობულია ამხელა ავატიურაზე დამოუკიდებლად წასულიყო და გრიგოლ კაკაურიძის ხელით, დაეწყო ფოთის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხის მოგვარება. მით უმეტეს როცა ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე, ფარულად გაკეთდა და მისი განცხადებებიც არ გადადგომაზე სწორედ ამ კონტექსტში ჯდება. როგორც ჩანს კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ უკან, „ჰანიველ პარტნერსის“ მფლობელი და პატარკაციშვილების აქტივების განმკარგავი ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის ქონებრივი ინტერესი უნდა იდგეს.

ასევე არ უნდა გამოირიცხოს და სულ უფრო სარწმუნო ხდება ვერსია, ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარულ თამაშებში, ხაზარაძის და რუხაძის ინტერსთა თანხვედრაზეც ქონებრივი და არა მხოლოდ ქონებრივი გავლენებისთვის ბრძოლაში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე, კაკაურიძემ, ანაკლიასთან დაკავშირებითაც ანალოგიური, ანუ ხარვეზიანი ნებართვა გასცა. როგორც ჩანს წინ კიდევ უფრო ცხელი და საინტერესო ამბებიც გველოდება! გაგრძელება იქნება!“- წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა