logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: ოქროს სია აქამდეც უნდა გაუქმებულიყო
გიორგი ცუცქირიძე: ოქროს სია აქამდეც უნდა გაუქმებულიყო
11:33 06.06.2019
ექსპერტი საბანკო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე "ოქროს სიის" გაუქმებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ზედმეტად მიიჩნევს და თვლის, რომ აქამდეც უნდა გაუქმებულიყო.

"მიმაჩნია, რომ ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი, მათ შორის სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა მცირდება 30-დღის ნაცვლად 5 დღემდე არა მგონია კომპანიები Cash Flow-ში „გაიჭედონ“ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნეს ოპერაციებზე, რაზეც კეთდება აქცენტები ბიზნესმენების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან; გასაგებია, რომ ბიზნესს სჭირდება თანხები საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნეს შეიძლება შეექმნას, საბრუნავი თანხის შემცირებით, მაგრამ ამ მოდელზეა აწყობილი დღეს მთელი ევროპა" - აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, აღნიშნულ სიას დიდი შეღავათი დღეს არც უნდა ჰქონდეს.

"აქვე ავღნიშნავ, რომ ევროკავშირის რეგულაციები ისედაც გვავალდებულებს ამ სახის ახალი რეგულაციის და ეკონომიკური ოპერატორის ცნების შემოღებას, რომელიც წმინდა კონკურენტუნარიანობის პრინციპზე იქნება აგებული. ბუნებრივია, ბიზნეს მოდელების გადაწყობა კომპანიებს მოუწევთ, მაგრამ ახლა კომუნიკაციის და ინფორმაციის ნაკლებობაზე აქცენტირებაც გადაჭარბებულია. ვფიქრობ, მათ ამისათვის აქვთ საკმარისი დრო მიცემული. კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოქვეყნებიდან სულაც 30-ე დღეს;

ასევე, არა მგონია, დღეს ამ ოქროს სიას რაიმე დიდი შეღავათი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით კომპანიებს შეეძლოთ პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში გადაეხადათ აქციზის სრული ღირებულება, რადგან საბაჟო და საგადასახადო რეფორმის, მათ შორის ციფროვიზაციის ელემენტების ფართოდ დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გამარტივებული საბაჟოზე გაფორმების პროცედურა. ამასთან, ოქროს სიაში შემავალ 217 კომპანიას ისედაც ეძლევათ უფლება საბაჟო გაფორმება ჩაატარონ თავის საწყობებში და მათ წინასწარ მითითებულ ადგილებზე" - განაცხადა ექსპერტმა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, "ოქროს სიის" გაუქმების გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიც კი არის და კარგი იქნებოდა ცოტა ადრეც გაუქმებულიყო.

"რაც შეეხება აქამდე არსებულ მოდელს და 5 დღიან შეღავათებს. ფაქტია, რომ არსებული 5 დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლემბიც აფუძნებდენ რა ახალ ე.წ. ერთჯერად კომპანიებს" დღგ-ს აღარ იხდიდნენ.

მიმაჩნია, რომ ამ ახალ მოდელს, რომელიც ეფუძნება რა ევროკავშირის პრაქტიკას, აქვს მთავარი - ყველა სახის გადამხდელი უნდა იყოს ჩაყენებული თანაბარ და კონკურენტუნარიან პირობებში, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება. ნიშანდობლივია, რომ ეს პრინციპი ისედაც არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში" - მიიჩნევს ექსპერტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა