logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ციფრული ტექნოლოგიების განვითარება მკაფიო სტრატეგიაა იმისთვის, რომ გლობალურ ბაზრებზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მყარად იყოს წარმოდგენილი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ციფრული ტექნოლოგიების განვითარება მკაფიო სტრატეგიაა იმისთვის, რომ გლობალურ ბაზრებზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მყარად იყოს წარმოდგენილი
13:04 05.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბიზნეს (B2B) ფორუმი გახსნა, რომელიც ესტონურ-ლატვიური დელეგაციის მონაწილეობით სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპები - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და „აწარმოე საქართველოში“, ასევე ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი - „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, საქართველოს ICT (აისიტი) კლასტერი და ბალტიის ინოვაციების სააგენტო.



ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკა, ამ სექტორში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების შესაძლებლობები, ასევე ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემა. ღონისძიების პლენარულ ნაწილში საქართველოს ICT კლასტერის წარმომადგენლებმა უცხოელი სტუმრებისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ადგილობრივი კომპანიების წინაშე კლასტერის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს.

„ძალიან აქტიურად მუშაობს კლასტერი, რომელიც ჩამოყალიბებულია და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ციფრული მიმართულებით. ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მკაფიო სტრატეგიაა იმისთვის, რომ გლობალურ ბაზრებზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მყარად იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა მედიასთან საუბრისას ნიკოლოზ ალავიძემ.



მინისტრის მოადგილის თქმით, ციფრული ტექნოლოგიები არის მუდმივად განვითარებადი დარგი, ამიტომ საჭიროებს მუდმივ ჩართულობას და ხელშეწყობას, შეხვედრების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. „ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურობს, რადგან მიგვაჩნია, რომ კლასტერული განვითარება არის ეკონომიკური აქტივობის ძალიან ეფექტური ხერხი შედეგზე ორიენტირებული ქმედებების მისაღებად. ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული ასევე საკანონმდებლო მხარდაჭერის კუთხით, რამაც ჩვენ შეგვძინა დიდი კონკურენტული უპირატესობა მთლიანად რეგიონში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.



ფორუმის ფარგლებში ესტონურ და ლატვიურ კომპანიებთან პირისპირ (B2B) შეხვედრები გაიმართა ქართველ კოლეგებთან, მათ შორის საქართველოს ICT კლასტერის წევრებთან. 6 ივნისს ესტონურ-ლატვიური დელეგაციის წევრები ტექნოპარკს ეწვევიან და მის სერვისებსა და საქმიანობას გაეცნობიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა