logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია
ეკატერინე მიქაბაძე: საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია
14:35 04.06.2019
„საწარმოთა საქმიანობის შედეგები ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში ბიზნესაქტივობა გაზრდილია, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი, ასევე სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

„საქსტატის“ თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვა საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27,5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.0 პროცენტით და 9.5 მილიარდ ლარს მიაღწია.

საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა და გამოშვება გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში.

გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 8.9%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 6.1%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 11.8%), ხელოვნების, დასვენების და გართობისა (ზრდა 29.7%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (ზრდა 32.6%) სექტორებმა შეიტანეს.

ეკატერინე მიქაბაძე ასევე ამახვილებს ყურადღება ბიზნესის მიერ საანგარიშო პერიოდში შექმნილ სამუშაო ადგილებზეც.

კერძოდ, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 8.4%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 9.5%), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 4.1%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.8%) სექტორები.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ეკონომიკური ზრდის პროცესში.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად მოქმედებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების პროცესზე.

„ჩვენ მიერ 2016 წლიდან ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სტრატეგია და რეფორმები მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

„საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.0 პროცენტით, ამასთან, საშუალო საწარმოების - 8.3%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 16.7%-ით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა