logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისის ახალი პლატფორმის - „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა
თიბისის ახალი პლატფორმის - „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა
13:19 04.06.2019
თიბისის ახალი პლატფორმის - „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა.

ფორუმი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციისინიციატივითა და Forward-ის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ დიალოგი იყო.

ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები შემდეგ თემებზე ჩატარდა: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991-წლიდან დღემდე, განათლებისსტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა.

ღონისძიების სპიკერები იყვნენ: გია მურღულია, სიმონ ჯანაშია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი, ავთო აბდუშელიშვილი,თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაზე, მამუკა ხამხაძე.

ფორუმზე თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელმა - ალექსანდრე მაყაშვილმა, თიბისის პლატფორმაზე - „თიბისი ახალი თაობისთვის“ და მის ფარგლებში ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა:

200 სტიპენდიატი
„თიბისის სტიპენდიატები" თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია.

2018 წლის ბოლოს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძოპირთან ერთად, თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძიება დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელისაქართველო - თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.

თიბისი სტატუსის პროექტი - Status Donates
Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობსხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

საგანმანათლებლო ექსკურსიები
თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები უტარდებათ. ელგუჯა ამაშუკელის, ფიროსმანისა და დავით კაკაბაძის გამოფენებზე უკვე ათასობით მოსწავლეს ჩაუტარდა ექსკურსია.

პარტნიორობა განათლებისთვის
თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს.

ამ ინიციატივის ფარგელბში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი - ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

პარტნიორობა განათლებისათვის
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო პავილიონში თიბისიმ პატარა მკითხველებს უმასპინძლა. 1-ელ ივნისს კი სპეციალური, გასართობ-შემეცნებითი პროგრამა დაახვედრა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-სკოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

სპეციალური შეთავაზებები
საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა